ეს არის გატაცება, ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს - ბექა ბასილაია

08.11.21 19:31
ეს არის გატაცება, ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს - ბექა ბასილაია

ეს არის გატაცება - მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს ადოკატი აფასებს. ბექა ბასილია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირებას საქართველოს მოსახლეობა აუცილებლად მოახდენს.

ეს არის გატაცება. ისე ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, კანონის მოთხოვნებიც ფეხქვეშ გათელეს. გლდანის დაწესებულებაში არ შეიძლება მისი გადაყვანა, მაგრამ მათ ეს განახორციელეს. ნებართვის გარეშე არანაირი უფლება არ ჰქონდათ, გადაეყვანათ. ამას ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი! - ამბობს ადვოკატი.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. 

მსგავსი სიახლეები