"ოცნებაში" ოპოზიციისგან "ხელისუფლების ხმამაღლა აღიარებას" ითხოვენ
"ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციას მოუწოდებს "ხელისუფლება ხმამაღლა აღიარონ". განცხადება მან "ოპოზიციასთან შესაძლო მოლაპარაკებაზე საუბრისას გააკეთა.
თქვა უკვე პრემიერ-მინისტრმა და გამეორება საჭირო არ არის: თუ ისინი ცნობენ, ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ხმამაღლა განაცხადონ, როგორც პრემიერმა განაცხადა, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
[ლეგიტიმაციის აღიარება არის მთავარი? - ჟურნალისტი] აბა ახლა, მათი გაგებით არაკანონიერ ორგანოს რატომ უნდა ელაპარაკოს? თვითონაც არ უნდათ ხომ?."- თქვა მან.
ლელო ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ აუციელებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
პარტიის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციის საპასუხოდ, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს გულისხმობდა, თქვა: "ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი"