გლდანის ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანეს
გლდანის ციხის საავარმყოფოში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების უპრეცენდენტო მობილიზებაა.
კლინიკის ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.
ჟურნალისტებს პერიმეტრზე მიახლოების უფლება არ ძლევათ.
შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.