კობახიძე ბელარუსის ვიცეპრემიერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცეპრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შულეიკა ალიაქსანდრ ლუკაშენკას მსგავსად, ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს მიერ არის დასანქცირებული.
დასაბუთებაში წერია, რომ: „შულეიკა [სანქციების დროს იყო ბელარუსის ბრესტის რეგიონის გუბერნატორი] აქტიურად უჭერს მხარს ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე უკრაინაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.
საჯაროდ გავეცელებული ცნობების თანახმად, იური შულეიკო მონაწილეობას იღებდა რუსეთ-ბელარუსის საერთო სამხედრო წვრთნებში.