ეუთოს დასკვნა - გზა ჰააგამდე: მაია მწარიაშვილი განმარტავს, რას უნდა ელოდოს ხელისუფლება
იურიდიული ფირმის „ბიზნესის იურიდიული ბიუროს“ უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი განმარტავს, რას უნდა ელოდოს ხელისუფლება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შემდეგ და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი შესაძლო სისტემურ ძალადობასა და რეპრესიულ პოლიტიკაზე მიუთითებს.
მისი თქმით, რომის სტატუტის მიხედვით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, არამედ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩართულ პირებსაც
დასკვნა სწორედ იმდაგვარად არის ფორმლირებული, რომ ეს ყველაფერი, ძალადობრივი მოქმედებები, ფოკუს ჯგუფების ამორჩევა სამიზნედ, მტრებად გამოცხადება, ეს მტრული რიტორიკა, ფოკუს ჯგუფებში მოიაზრება საპროტესტო ელექტორატი, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ დოკუმენტის მიხედვით, ეჭვი არსებობს, რომ ხელისუფლების ორგანიზებულია ეს ყველაფერი, მათ შორის ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც რეპრესიული ტალღის ლეგიტიმაციას აძლევს მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოებს და ა.შ. ამიტომ, ამ კონტექსტშია ეს დასანახი და არა მხოლოდ რაღაც ძალადობის შემთხვევებს გამოიძიებს თუ არ გამოიძიებს ხელისუფლება. რომის სტატუტი არ გამიჯნავს მხოლოდ, ვთქვათ, უმაღლესი თანამდებობის პირების, ხხელისუფლების და რაღაც ქვედა რგოლების, ყველა შეიძლება, მოხვდეს პასუხისმგებლობის ქვეშ, უბრალოდ, როგორც წესი, პრაქტიკაში აქცენტი არის ხოლმე უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე. თუმცა, ამ სტატუტის მიხედვით, პასუხისმგებელია ყველა - უმაღლესი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საპოლიციო-სამხედრო ხელმძღვანელობა, ნებისმიერი უფრო ქვედა რგოლის ჩინოვნიკი და მათ შორის პროკურორები და მოსამართლეები, - ამბობს მწარიაშვილი.
მწარიაშვილი პარალელს ავლებს ბელორუსთან და აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური დევნისა და ძალადობის მსგავსი პატერნი სწორედ იმ სამართლებრივ კატეგორიაში ჯდება, რომლის საფუძველზეც ჰააგის სასამართლოში გამოძიებები იწყება.
მუხლი იგივეა, რა მუხლიც აქ ივარაუდება - ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და სწორედ არჩევნების შემდეგ განვითარებულ, პოლიტიკური ნიშნით დევნა, მასობრივი წამება, პოლიტიკური დაკავება-დაპატირება - ზუსტად ის პატერნია, რაც ჩენს დოკუმენტშია მოცემული და ინდიკატიურია, რომ დაიწყო. ჩვენგან განსხვავებით, იქ უფრო რთული იყო დაწყება ამ პროცედურით, იმიტომ, რომ თავად ბელორუსი არ არის რომის სტატუტის წევრი. იქ საფიქრი იყო სამართლებრივი საფუძველი და ასეთი სამართლებრივი საფუძველი მოიძებნა, მომიჯნავე იურისდუქციით დაიწყო გამოძიება პროკურორმა. ჩვენს შემთხვევაში ეს საფუძვლები არ არის მოსაძებნი და ჩვენ რომის სტატუტის წევრები გახლავართ და ამ შემთხვევაში პროცედურული მხარე უფრო მარტივია. იმ დაშვებითაც კი, ხვალ საქართველომ რომ გადაწყვიტოს და გავიდეს რომის სტატუტიდან, ეს სამართლებრივად მოეცმულობას არ ცვლის, იმიტომ, რომ ყველა ის დანაშაული, რაზეც აქ საუბარია, ჩადენილია იმ დროს, როდესაც ჩვენ წევრები ვართ რომის სტატუტის, - ამბობს მწარიაშვილი.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.