"ოცნება" ბრიუსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიცვა
ერთადერთი, ვინც ბრიუსელში "ქართული ოცნების" ინტერესებს იცავდა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
პეტერ სიარტომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბრიუსელი დემოკრატიას მხოლოდ მაშინ აღიარებს, როცა არჩევნებში ლიბერალური ძალები იმარჯვებენ.
ჩვენ აბსოლუტურად უარვყობთ და ვგმობთ ევროკაშირის გადაწყვეტილებას. სიგიჟეა. იმ შემთხვევაში თუ პატრიოტული პარტია იგებს არჩევნებს, მაშინ ევროკაშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, თუ ლიბერალები იგებენ აღჩევნებში, მაშინ დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს აშკარაა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ პატრიოტულ პოლიტიკას. ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, დიდი კრახია, - თქვა სიატომ.
სიარტოს თქმით, საქართველო დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებიც დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
არაფერი ვიცი იმ საკითხზე, რომელიც კითხვის პირველ ნაწილში დაასახელეთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა აირჩია რომელი მიმართულებით სურთ, რომ მათი ქვეყანა წავიდეს. ფაქტი, რომ ქვეყანაში აქციებია, ეს დემოკრატიის ნაწილია, თუ ქვეყანაში აქციებია, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიაა.
ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.
ევროკავშირის პირველი დიპლომატების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ეუთოს სპეციალურმა მომხსენებელმა მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი მოქალაქეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
ანგარიშში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ აღნიშნული საქმეების გამოსაძიებლად მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს.