ელენე ხოშტარია შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე არ დარწმუნდება სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოებაში
ელენე ხოშტარია არ აპირებს შიმშილობის შწეწყვეტას, ვიდრე არ დარწმუნდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოებაში - ,,დროას" ლიდერის გადაწყვეტილება მისმა თანაგუნდელმა, ნინო გოგუაძემ, გაასაჯაროვა იმის გამო, რომ პროტესტის უმწვავესი ფორმის გამო ელენე ხოშტარიას კომენტარის გაკეთება უჭირს.
ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის გადაყვანა ციხიდან, არ ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და პირიქით კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.
ელენე აგრძელებს შიმშილობას მანამდე, ვიდრე არ იქნება უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სანამ არ დაადასტურებს კონპეტენტური ორგანო, მაგ. სახალხო დამცველი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მანამ არ შეწყვეტს შიმშილობას. ელენეს სიცოცხლეზეც ,,ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლანის მე 18-ე დაწესებულებაში არსებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, გლდანის ციხეში სამედიცინო აპარატურა ცოტა ხნის წინ მოიტანეს. სასჯელაღსრულების დაწესებულების ირგვლივ სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობა, სპეცტექნიკა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.