ქართული პროპაგანდისტული ტელევიზიების მეგა ვარსკვლავმა, პუტინის თავგადაკლულმა მოკავშირემ, მარიანიმ არჩევნებზე 1,7% აიღო - ანალიტიკოსი

16.03.26 16:06
ქართული პროპაგანდისტული ტელევიზიების მეგა ვარსკვლავმა, პუტინის თავგადაკლულმა მოკავშირემ,  მარიანიმ არჩევნებზე 1,7% აიღო - ანალიტიკოსი

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, გუშინ პარიზის მერის არჩევნებზე 1,7% აიღო - ინფომაციას სოციალურ ქსელში ანალისტიკოსი, თორნიკე გორდაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ტიერი მარიანი "ქართული პროპაგანდისტული ტელევიზიების მეგა ვარსკვლავობის" გარდა, პუტინის და "ბაშარ ელ-ასადის თავგადაკლული მეგობარია". 

ქართული პროპაგანდისტული ტელევიზიების მეგა ვარსკვლავმა, ვლადიმირ პუტინის და ბაშარ ელ-ასადის თავგადაკლულმა მოკავშირემ, ტიერი მარიანიმ გუშინ პარიზის მერის არჩევნებზე 1,7% აიღო. ვიცი გაინტერესებდათ 🙂კიდევ ერთი დიადი გამარჯვება საერთაშორისო ფრონტზე"- წერს ანალისტიკოსი, თორნიკე გორდაძე

ტიერი მარიანის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას TV იმედი ციტირებს: 

"თუ საქართველო დაუყივნებლივ მიიღებსსანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის"- ამბობს ტიერი მარიანი  "იმედის" მიხედვით.