კობახიძე: ივანიშვილს ველაპარაკე, შეკვეთილში არა, ტელეფონით

16.03.26 18:13
კობახიძე: ივანიშვილს ველაპარაკე, შეკვეთილში არა, ტელეფონით

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახოძე ადასტურებს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა.

ის ამტკიცებს, რომ ის შეკვეთილში არ ყოფილა და საუბრის თემა "მოსკოვის მექანიზმი" არ ყოფილა. 

მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით არა, სხვადასხვა თემაზე გვქონდა კომუნიკაცია. [შეკვეთილში არ ჩავსულვარ]. როგორც ვიცი, იქ თავადაც არ არის. ტელეფონით მქონდა საუბარი, რამდენჯერმე, ოღონდ სხვა თემებზე. მოქკოვის მექანიზმი მართლა არ არის ასეთი აქტუალური თემა, როგორც ზოგიერთ ადამიანს ჰქონია. 

ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეკვეთილში დაიბარა და მასთან მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებსა და შესაძლო საერთაშორისო რეაგირებას.