"არც მაინტერესებს" - კობახიძე საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის შესაძლებლობაზე

16.03.26 18:53
 "არც მაინტერესებს" - კობახიძე საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის შესაძლებლობაზე

„აბსურდულია“ - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის იმ ნაწილს შეეხება, საცად რეკომენდაციაა გაცემული, საქმის სისხლის სასმართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის შესაძლო გადაცემაზეა საუბარი. 

„ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო, გამომდინარე იქედან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე“ - უთხრა კობახიძემ მედიას. 

რაც შეეხება უშუალობ კრიტიკულ ანგარიშს, ირაკლი კობახიძის თქმით, ანგარიში შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ რეპლიკას, „ეს არის დასკვნა, რომლის წაღებაც შეუძლია [რომის წესდების ხელმომწერ] ნებისმიერ ქვეყანას ჰააგის სასამართლოში“, კობახიძე პასუხობს:

„არც გვაინტერესებს. ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს. ამ ანგარიშის ავტორს პირი უბრუნდება და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება“.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.