მიხეილ სააკაშვილზე შურისძიებას ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს - დავით სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილზე შურისძიებას ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტი არის გატაცება, კანონსაწინააღმდეგო ქმედება და სასჯელაღსრულების მე-18-ე დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე დაცული ვერ იქნება.
ადვოკატებიც ჩართული არიან და ჩვენც, ოჯახი, ვცდილობთ, დავუკავშირდეთ, ფაქტიურად, მომსწრენი გავხდით მიხეილ სააკაშვილის გატაცების, ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეს არის შურისძიება და ვიცით, ვინ არის ეს. რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილია. ციხეში პროვოკაციები მოსალოდნელია, სამწუხაროდ, დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში დაცული არ არის არც ერთი მოქალაქის სიცოცხლე - აცხადებს დავით სააკაშვილი.