"ოცნებამ" ეუთოს დასკვნაში დაითვალა რამდენჯერ ახსენა ანგარიშის ავტორმა "წამება"

16.03.26 20:04
"ოცნებამ" ეუთოს დასკვნაში დაითვალა რამდენჯერ ახსენა ანგარიშის ავტორმა "წამება"

"ქართული ოცნება" ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" სამართლებრივი დასკვნიდან არცერთი ძირითადი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ რჩება. თუ "ქართული ოცნება" საკუთარ დანაშაულს არ იძიებს, ამ გამოძიებას ჰააგაში აანონსებენ ეუთოს წევრი ქვეყნები.

"ქართულმა ოცნებამ" ეუთოს დასკვნაში დაითვალა რამდენჯერ ახსენა ანგარიშის ავტორმა "წამება". იციან, რომ წამების დანაშაულს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს, ამიტომ ახლა როგორც შეუძლიათ ცდილობენ სისტემური წამება შეამსუბუქონ და რუსთაველის გამზირზე ჩადენილი დანაშაულები რამდენიმე გადაცდომად გაასაღონ.

"ოცნებაში" სპეცრაზმელების დანაშაულების ნაწილს აღიარებენ, თუმცა არაფრის შეცვლას არ აპირებენ. 

კობახიძემ "პირველების" კითხვაზე პასუხად დღეს პირველად აღიარა, რომ საკადრო წმენდა შსს-ში ამის გამო დაიწყო. ოღონდ მანამდე ჯერ მოძალადეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ქართული ოცნება" რომ საკუთარ სისტემურ დანაშაულს არ გამოიძიებს, ამის მოლოდინი იურისტებს ისედაც ჰქონდათ. მაია მწარიაშვილი განმარტავს, რომ ეუთოს სპეც მექანიზმის დასკვნა საერთაშორისო საზოგადოებისთვის სახელმძღვანელო სამართლებრივი დოკუმენტია, რითაც რომის სტატუსის ხელმომწერ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გამოძიების დაწყებით მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს. 

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში