რა ბედი ელის ევროინტეგრაციას - განცხადებები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან

16.03.26 20:12
რა ბედი ელის ევროინტეგრაციას - განცხადებები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან

ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც აღარ არის - ეს უმძიმესი განცხადება ევროპულ საბჭოში მარგუს ცაჰკნამ გააკეთა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ახლა საუბარი მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენასა და კონკრეტული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზეა.

რომ არა "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა, დღეს, ევროპელი მინისტრების დღის წესრიგში საქართველო ვერ მოხვდებოდა. თუმცა, დოკუმენტში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა წამებას უტოლდებოდა, მინისტრების ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. მდგომარეობა რომ უარესდება ევროკავშირში ამას ხედავენ, ამიტომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დამატებით სასანქციო ზომების მიღებაზე ისაუბრა, იმ გუნდის მიმართ, ვინც ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიაქანებს.  

დახურულ კარს მიღმა საქართველოზე მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა დიპლომატებმა წარმოადგინეს. ამ განხილვას წინ უძღოდა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების განცხადებაც, სადაც ევროპული სახელმწიფოები დამტკიცებულ რეპრესიულ კანონებს გამოეხმაურნენ. ევროპელი მინისტრები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" კანონები ქვეყანაში დემოკრატიას ანგრევს.

საქართველოში რომ მდგომარეობა არ იცვლება ამას მინისტრები ხედავენ. ამიტომ, ევროპულ სტრუქტურაში საქართველოს საკითხი ისევ გააქტიურდა. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, შემდეგ ეუთოს სპეც მექანიზმის უმძიმესი დასკვნა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ქართველი ხალხის წამების გამო საქართველოს ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოში უჩივლოს, შემდეგ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ერთობლივი განცხადება, ახლა კი განხილვაა საბჭოში, სადაც მინისტრები ღიად ამბობენ, რომ "ქართული ოცნებას" ქვეყანა ევროკავშირში არ მიჰყავს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში