არსებობს თუ არა დიალოგის სივრცე?
უარი პარტია "ლელოს" შეთავაზებას "ქართულმა ოცნებამ" დღეს დილითვე უთხრა. შალვა პაპუაშვილმა "ძლიერი საქართველო" ტერორისტულ ორგანიზაციასთან გააიგივა და თქვა, რომ არცერთ თემაზე საუბარს არ აპირებს. არადა ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის საუბარი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხონა იყო.
მთელი დღეა "ქართულ ოცნებასა" და "ძლიერ საქართველოს" შორის პოლიტიკური პინკ-პონგი მიდის, პაპუაშვილის უარს ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის პასუხი მოჰყვა. "ლელოში" ფიქრობენ, რომ შალვა პაპუაშვილი ამ უარით ჰააგის ტრიბუნალისკენ გზას იმოკლებს.
შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით დღის ბოლოს რიტორიკა შეარბილა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ გააჩინა თეორიული შანსი, რომ მოლაპარაკება პარტია "ლელოსა" და "ქართულ ოცნებას" შორის იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ საკანონმდებლო სასამართლო "ძლიერ საქართველოს" არ აკრძალავს, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივის ამბავია.
პარტია "ლელოს" შეთავაზებას დღეს უარი "ოპოზიციის ალიანსმაც" უთხრა. ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ ახლა, როცა ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, მასთან მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებაზე შეიძლება საუბარი, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ივანიშვილის პარტია ყოველთვის ეცდება მოწინააღმდეგე მხარე დაამციროს, ისე როგორც ეს დღეს მოდა.