ბრძოლა მონოპოლიისთვის ღვინის ბაზარზე - ვინ არის "ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი

16.03.26 21:00
ბრძოლა მონოპოლიისთვის ღვინის ბაზარზე - ვინ არის "ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი

"ქართული ოცნების" მეგობარი ბიზნესმენი ადასტურებს, რომ ხალხისთვის ვენახის მოშენებაზე დაწესებული შეზღუდვის ერთ-ერთი ინიციატორები, მსხვილი მეღვინეები არიან. პირველი მაისიდან თუ პირი გადაწყვეტს, რომ ვენახი გააშენოს და შემდგომ აქედან მიღებული ყურძენი ან ღვინო გაყიდოს, ამისთვის მთავრობის ნებართვა დასჭირდება. შეთანხმების გარეშე გაშენებული ვენახის შემთხვევაში აღებულ მოსავალს კი ვეღარ გაყიდის. 

ვინ ცდილობს ბაზრის მონოპოლიზაციას და ღვინის წარმოების ექსკლუზიური უფლების მოპოვებას? "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტის განმარტებით, ეს კანონპროექტი კონკურენციას შეზღუდავს და კორუფციულ რისკებს გაზრდის.

ღვინის მცირე კომპანიები მთავრობის პოზიციას ვენახის გაშენების რეგულირებაზე არ იზიარებენ,  უდიდეს რისკებს ხედავენ და ფიქრობენ, რომ მცირე მეწარმეები კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან, დარგის განვითარება კი შეფერხდება.

ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ეს რეგულაცია ხარისხიანი ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს და ბაზრის მონოპოლიზების რისკებს ვერ ხედავენ.

დეტალებით დიანა ჩირგაძე