იუსტიციის მინისტრი ტყუილშია მხილებული - ტომოგრაფიის აპარატი ციხის საავადმყოფოში მხოლოდ ახლა მიიტანეს

08.11.21 20:25
იუსტიციის მინისტრი ტყუილშია მხილებული -  ტომოგრაფიის აპარატი ციხის საავადმყოფოში მხოლოდ ახლა მიიტანეს

"ტვ პირველის" მიერ გლდანის ციხის საავადმყოფოსთან გადაღებული ექსკლუზიურმა კადრებმა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, ტყუილში ამხილა. 

მინისტრი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ N18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება სამედიცინო აპარატით სრულად იყო აღჭურვილი, თუმცა "პირველების" მასალით ცალსახად დასტურდება, რომ დაწესებულებაში, სადაც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს და არც კი დაუმონტაჟებიათ. 

 

 

 

სამედიცინო სფეროს წარმნომადგენლების თქმით, აპარატურის მონტაჟს დრო სჭირდება, სააკაშვილთან მიმართებით კი ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს.