"როცა "ქოცობა" იქნება სირცხვილი, აი მერე უკვე ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩამოიშლება" - ბაკურ კვაშილავა
"როცა "ქოცობა" იქნება სირცხვილი, აი მერე უკვე ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩამოიშლება" - ამის შესახებ პარტია "თავისუფლების მოედნის" წევრმა, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" მაშინ ჩამოიშლება, როცა თავისი მომხრეებისთვის, ზონდერებისთვის, დეპუტატებისთვის შავი ფულის გადახდას ვეღარ შეძლებს - "ვინაიდან მათი ერთგულება სწორედ ამაზე დგას და სხვა არაფერზე".
ჩამოშლა ერთია და მეორე ის, რომ "ქართული ოცნება" რეალურად აღიარებს იმ რეალობას რის წინაშეც ის უკვე დგას. ერთი იქნება ის, რომ რეალურად ვეღარ შეძლებს თავისი მომხრეებისთვის, თავისი ზონდერებისთვის, თავისი დეპუტატებისთვის შავი ფულის გადახდას, რასაც აქამდე ახერხებდა და შესაბამისად ვინაიდან მათი ერთგულება სწორედ ამაზე დგას და სხვა არაფერზე, მაშინ ისინი აირჩევენ გზას, რომელიც იქნება რეალურად ხელისუფლების გადაბარება, გადაბარება რაც შეიძლება მინიმალური დანაკლისით, ამ დროს ჩვენ გვექნება ის რეალური მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" რეალურად გაიზიარა იმ სისტემური დანაშაულების გამო, რომელიც ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ვხედავ კი [ამ მოცემულობას], ძალიან ნათელია და იგრძნობა კიდეც.
მეორე ვარიანტი არის ის, რომ მოხდება სასწაული და "ქართული ოცნება" გაიაზრებს, რომ თავიანთი აბსურდული პოლიტიკით აზიანებს საქართველოს. წარმოიდგინეთ, საქართველოს სახელმწიფოს აზიანებს, ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ და იტყვის, რომ იცი რა, მართლა ჯობია ქართველი ხალხის ნებას დავყვეთ, ეს იდიოტური კანონები გავიწვიოთ, რომელიც მივიღეთ და მართლაც მოვემზადოთ რიგგარეშე არჩევნებისთვის. ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია იმიტომ, რომ ამის შანსი დიდი ხანია ჰქონდათ უკვე "ქართული ოცნების" მესვეურებს და ამას არ იყენებენ, პირიქით გამოდიან და უტიფრად ლაპარაკობენ იმ ტყუილებს, რომელსაც ვისმენთ - იგივე განათლების დეფორმა, იგივე ბიზნესთან დაკავშირებით შეხედულებები, სადაც გვიმტკიცებენ, რომ თურმე მაღალი კონკურენცია მაღალ ფასებს ქმნის, ხოლო ნაკლები განათლება მეტი განათლებაა და რომ თურმე უცხოპლანეტელებთან მოსაუბრე ხალხი გვჭირდება წელიწადში მინიმუმ 20... გააუქმეს, მაგრამ რატო გააუქმეს ეს საინტერესოა, ან საიდან მოვიდა საერთოდ, ხომ შრომის ბაზარს ეყრდნობოდა მათი კვლევა და ამ ფაკულტეტების შეკვეცა, ეტყობა ამას ეყრდნობოდა ესეც, ეს გადაწყვეტილება. მერე გააუქმეს, როდესაც ასეთი იდიოტური რაღაცები ვეღარ იცავს "ქართული ოცნება", როცა "ქოცობა" სირცხვილი ხდება, როცა "ქოცობა" იქნება სირცხვილი, აი მერე უკვე ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩამოიშლება. ამ ჩამოშლასა მე მგონი დიდი დრო აღარ უნდა," - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.