„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის პასუხი "ოცნებას"

17.03.26 09:17
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის პასუხი "ოცნებას"

„უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება“- ასე პასუხობს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის ავტორი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

პოლონელ ექსპერტ პატრიცია გრჟებიკს "ოცნების" ლიდერები პოლონეთის მთავრობასთან კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებენ.

პასუხად პროფესორი პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აცხადებს, რომ იგი „სრულიად დამოუკიდებელი“ იყო ანგარიშის მომზადებისას.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცნობდა მის რეზიუმეს, როდესაც თანამშრომლობას დათანხმდა და არც თავად აირჩია სხვა ექსპერტი მომხსენებლად.

ჩემი მისია 11 თებერვალს დაიწყო. ამის შემდეგ ორი კვირა მქონდა - 24 თებერვლამდე, რათა მომემზადებინა სრული ანგარიში და, ამავე დროს, შემეგროვებინა ყველა საჭირო ინფორმაცია, გამეკეთებინა ანალიზი და ა.შ. ეს მართლაც ძალიან ინტენსიური პერიოდი იყო.

როდესაც ყველა შემოსული წერილი გადავამოწმე, გამოვავლინე 213 წერილობითი ჩვენება. ეს იყო 213 ჩვენება, რომელსაც თან ერთოდა სამედიცინო ჩანაწერები, ფოტოები, ვიდეოები და სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს იყო ძალიან მძიმე და დეტალური მტკიცებულებები… ადამიანები გვიზიარებდნენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან მასალებს. ბუნებრივია, ჩემს ანგარიშში ყველა წყარო ანონიმურად წარმოვადგინე, რადგან არ მინდოდა ვინმეს საფრთხე შეჰქმნოდა", - განაცხდა პატრიცია გრჟებიკიმ. 

როგორც გრჟებიკი "რადიო თავისუფლებას უყვება, დაახლოებით ერთ საათში შეადგინა სია, სადაც მოხვდნენ იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

  • ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მივედი, უმაღლესი თანამდებობის პირები დამხვდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი“, პატრიცია გრჟებიკი იხსენებს, რომ ეს არ იყო ფორმალური შეხვედრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაგალითად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოჰყავს: „პრემიერ-მინისტრთან საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ის პასუხობდა ყველა შეკითხვას და განმარტავდა საკუთარ პოზიციას. გულწრფელად რომ ვთქვა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სურვილის შემთხვევაში, საუბარი კიდევ უფრო დიდხანსაც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.“ პატრიციას თქმით, შეხვედრებისას თუ წერილობით მიღებული პასუხებია ასახული 90-გვერდიან ანგარიშში.

16 მარტს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ პატრიცია გრჟებიკზე საუბრისას განაცხადა:„მან დამალა ინტერესის კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე, ის ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი“.