ჰაერში ატრიალებდნენ, გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ, სად დაესვათ - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე
,,ჰაერში ატრიალეს და ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, სად გადაეყვანათ - ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის, შეფასებით, ის რაც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სცილდება პოლიტიკური შურისძიების ფარგლებს და ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება რუსეთშიც კი არ ხდება.
ეს პოლიტიკური შურისძიებაც არ არის, ეს არის გატაცება! ნახეთ, ცრუ მანევრებით ჰაერში ატრიალებდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს როგორც გორში, ასევე ,,ვივა მედთან", ეს რუსეთიც აღარ არის!
სახალხო დამცველს უთხრეს, აქ არ არის პატიმარი სააკაშვილი, უფრო სწორად, მძევალი სააკაშვილი, ჰაერში ატრიალებდნენ, რადგან ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, სად გადაეყვანათ - ამბობს ეკა ხერხეულიძე.
საქართველსო მესამე პრეზიდენტი ერთი საათის წინ ვერტმფრენით რუსთავის მე-12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი გორის ჰოსპიტალთან, ასევე სამოქალაქო კლინიკა ,,ვივა მედთანაც" იმყოფებოდა.