ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი "მაღაროელი" კობახიძის განცხადებას ეხმაურება

17.03.26 10:42
ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი "მაღაროელი" კობახიძის განცხადებას ეხმაურება

ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი "მაღაროელი" ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა.

"მაღაროელი" წერს, რომ ანომალია არა დებატები, არამედ პრემიერ-მინისტრი რომ მუშებს ზემოდან ესაუბრება და არა პირისპირ ისაა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებთან საჯარო დებატსაც კი "ანომალიად" მიიჩნევს, მაშინ პრობლემა ხელისუფლების დამოკიდებულებაშია ხალხის მიმართ.

ირაკლი კობახიძე ანომალია დებატი კი არ არის.

ანომალია არის ის, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მუშებს ესაუბრება ზემოდან და არა პირისპირ.

მაღაროელები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი არ ითხოვენ განსაკუთრებულ პრივილეგიას - ისინი ითხოვენ საუბარს, არგუმენტს და პასუხს იმ პრობლემებზე, რომელიც წელიწადზე მეტია ანგრევს ქალაქს და ათასობით ოჯახს.

თუ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებთან საჯარო დებატსაც კი "ანომალიად" მიიჩნევს, მაშინ პრობლემა მაღაროელებში კი არა, ხელისუფლების დამოკიდებულებაშია ხალხის მიმართ.

დემოკრატიაში დიალოგი ნორმაა.

ხალხისგან გაქცევა - აი ეს არის ნამდვილი ანომალია," - წერს "მაღაროელი".

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მაღაროელებთან დებატებზე არ დაჯდება, რადგან მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა.

ამის შესახებ კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" დებატებში ისაუბრა. 

რაც შეეხება ჭიათურას, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ეხმარება საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი განხილვები შუამავლების გარეშე.

მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები საერთოდ ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც სახელმწიფო ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს და როგორ შეიძლება დებატები," - თქვა კობახიძემ.

  • ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფმა "მაღაროელი" გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები