"საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს ვიცით" - "ოცნება" კაია კალასის განცხადებაზე

17.03.26 11:32
"საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს ვიცით" - "ოცნება" კაია კალასის განცხადებაზე

"კაია კალასი საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს ვიცით, მაგრამ უკვე სასაცილო ხდება მისი ეს ძალისხმევა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. 

  • ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად მომდევნო შეხვედრაზე განიხილავენ.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, შეერთებული შტატები კაია კალასს "საერთოდ არ თვლის ფიგურად". 

კაია კალასი საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს ვიცით, მაგრამ უკვე სასაცილო ხდება მისი ეს ძალისხმევა, რომელიც არაფერს ჩვენთვის არ წარმოადგენს იმიტომ, რომ არაობიექტურია, უკვე ქვეყანამ იცის, უკვე მსოფლიოც დარწმუნდა. თვითონ ვინ არის კალასი აშშ-მაც დაადასტურა, არცერთხელ არ შეხვდნენ ოფიციალურად, საერთოდ არ თვლიან მას ფიგურად. 

არავის არ შეეხება არაფერი. ჩემ [დიპლომატიურ] პასპორტს გაჩუქებთ თუ ასე გგონიათ," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

"ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის მხრიდან "ქართველი ხალხის მიმართ მომართულ მჭიდში ბოლო ტყვიაა". 

მათ რომ სურვილი ჰქონოდათ ამის გაკეთების, ამ დესტრუქციის, ამ სიძულვილის გამოხატვის ქართველი ხალხის მიმართ, რომ სავიზო რეჟიმი გაეუქმებინათ, ეს ხომ პრაქტიკულად ბოლო ტყვია აქვთ დარჩენილი ქართველი ხალხის მიმართ მომართულ მჭიდში, ბოლო ტყვია აქვთ დარჩენილი. ეს მათივე ინტერესებისთვის იქნება ძალიან საზიანო და ეს ნამდვილად ვერ იქნება ჩათვლილი ქართველ ხალხთან რაიმე მეგობრულ დამოკიდებულებად. მეტი, ის იქნება პირდაპირი დასტური იმისა, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ქართველი ხალხის და საქართველოს კვლავ გამოყენება ამ დიდ უბედურებაში, რასაც უკრაინაში ომი ჰქვია, არის კიდევ დღის წესრიგში დარჩენილი და მოდი იქნებ ხელისუფლების აყირავების გეგმა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, იქნებ ეხლა მაინც გამოუვიდეთ," - თქვა დავით მათიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები