ერთ საათში შალვა პაპუაშვილი საკუთარ პარტიას ანგარიშს ჩააბარებს

17.03.26 11:50
ერთ საათში შალვა პაპუაშვილი საკუთარ პარტიას ანგარიშს ჩააბარებს

შალვა პაპუაშვილი, დღეს, ერთ საათში, საკუთარ პარტიას ანგარიშს ჩააბარებს. პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეაჯამოს, როგორ იმუშავეს პარლამენტში გასულ წელს, რამდენი კანონი მიიღეს და რამდენი მინისტრი დაიბარეს.

"ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის როლი და მის მიერ გაკეთებული წიაღსვლები ძალიან მნიშვნელოვანია. 

ცხადია ყოველთვის არის ძალიან საინტერესო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, მით უმეტეს, როდესაც ის წლიურ ანგარიშს ეხება და როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობის პირობებში, რომლის ტრანსფორმაციის პროცესიც ჩვენმა ქვეყანამ დაასრულა, პარლამენტის თავმჯდომარის როლი და მის მიერ გაკეთებული წანამძღვრებები და წიაღსვლები, ცხადია, არის ძალიან მნიშვნელოვანი," - ამბობს "ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი. 

შალვა პაპუაშვილის პარლამენტში გამოსვლამდე, "ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა მისი გუნდის მიერ მიღებულ კანონებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ღიად და საპასუხოდ მოქმედებენ. 

როგორც კი დავინახეთ პირველად, რომ ის გრანტები, რომელიც საქართველოში შემოდიოდა გამჭვირვალე არ იყო, არადანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, მოლოტოვის კოქტეილის პლაკატების დასამზადებლად გამოიყენებოდა, შემოვიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც იყო აბსოლუტურად მარტივი, რეპრესიული არცერთი ღონისძიება საერთოდ არ იყო, ევროპული და ამერიკული კანონებისგან განსხვავებით. მაშინვე თქვეს, რომ ეს არის რუსული კანონი და უარყვეს, შემდეგი ნაბიჯები კიდევ უარესი გადადგეს, საერთოდ თქვეს რომ არაფერს არ დავემორჩილებით, ქართულ კანონმდებლობას. მაშინ სალაპარაკო რომ არ ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი გადავდგით საპასუხოდ და ამერიკული კანონი ვთარგმნეთ სიტყვა-სიტყვით, რომ სალაპარაკო არ გამხდარიყო თითქოს რაღაც ახალი შემოგვაქვს. შემდეგ ამ გრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგნენ და გადარეგისტრირდნენ რაღაცა ბალტიისპირულ ხუხულებში, ეს ორგანიზაციები თავის ასარიდებლად. გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ვთქვით, რომ ეს მანიპულაცია თქვენ არ გიშველით, რომ თავი აარიდოთ ქართულ კანონმდებლობას, ჩვენ ღიად ვმოქმედებთ და ვმოქმედებთ საპასუხოდ," - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.