გლდანის ციხეში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ისმის გინება და ხმაური
გლდანის ციხეში სიტუაცია დაიძაბა - "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, პატიმრები ერთმანეთს ე.წ. მაიაკს აძლევენ, ხმაურობენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით იგინებიან.
ისინი ტელეფონების ე.წ. სანათებით ერთმანეთს გარკვეულ მინიშნებებს აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.