"მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო" - ირაკლი კობახიძე კლინიკაში მივიდა

17.03.26 15:22
"მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო" - ირაკლი კობახიძე კლინიკაში მივიდა

 

 

ირაკლი კობახიძე "კავკასიის მედიცინის ცენტრში" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოსანახულებლად მივიდა. 

მან პატრიარქს ჯანმრთელობა უსურვა. ასევე, კობახიძემ ექიმებს და მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადაუხადა - "მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე". 

მე რომ გავაკეთო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება ალბათ არასწორი იქნება, გამოვლენ კონსილიუმის წარმომადგენლები, კლინიკის წარმომადგენლები და ისინი გააკეთებენ ბუნებრივია კომენტარს. ჩემგან არ იქნება ეს სწორი. მე მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობას გადავუხდი ექიმებს, ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ყველაფერში ჩართული და ეს სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე. 

ყველაფერზე ჯანდაცვის მინისტრი, კონსილიუმის წარმომადგენელი და კლინიკის წარმომადგენელი გააკეთებენ კომენტარს," -  განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.