თხოვნაა, ვიცოდე, სად არის ჩემი შვილი - გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საგანგებო განცხადებას აკეთებს.
მოშიმშილე პატიმრის დედა ითხოვს უთხრან, სად არის მიხეილ სააკაშვილი. გიული ალასანიას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან პირადი ექიმისა და ომბუდსმენის შეშვებას ითხოვს.
იმდენჯერ იყო დეზინფორმაცია, უკვე არ ვიცი, რა დავიჯერო. ჩემი თხოვნა არის, რომ ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი. ჩემი თხოვნაა, მასთან დაუშვან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია"- განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საფრთხე ემუქრება, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული არაა.
ბევრი ხალხია ქუჩაში გამოსული. ეს ხალხი რისკის ქვეშაა. არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, რომ რაღაც პროვოკაციები მოეწყოს... ჩემ შვილს რა თქმა უნდა ემუქრება საფრთხე, მაგრამ ასეთ პირობებში საფრთხე ემუქრება ყველას, ყველას გვემუქრება საფრთხე, როცა ადამიანის უფლებების ასეთი ხშირი დარღვევაა. არც ერთი ადამიანის უფლება არაა დაცული", - განაცხადა გიული ალასანიამ.