საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება, ვიდრე არ გათავისუფლდება სააკაშვილი და არ დააბრუნებენ მიტაცებულ არჩევნებს - მელია

08.11.21 21:29
საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება, ვიდრე არ გათავისუფლდება  სააკაშვილი და არ დააბრუნებენ მიტაცებულ არჩევნებს - მელია

 მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მიტაცებული არჩევნების დაბრუნება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსა. 

ხელისუფლებამ ყურად არ იღო ასი ათასობით თანამოქალაქის პოზიცია და სურვილი, რომ ქვეყანა სიძულვილისა და დაპირისპირების ჭაობიდან ამოეყვანა. ხელისუფლებამ ჯერ არჩევნებით სახელმწიფო მიიტაცა, შემდეგ კი წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავდე ვნებით სურთ, გვაყურებინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობას.

გადაკვეთ ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარიც არ არის, ჩვენ ხელისუფლება აღარ გვყავს, გვყავს რეჟიმი, რომელიც კრიმანალებითა და ბანდიტებითაა დაკომპლექტებული. გვიგდებენ აბუჩად, ამ ყველაფერს კი თავიანთი ჭკუით, აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად. არანაირი სამართალი არ გააჩნიათ, როცა უნდათ, ადამიანს იტაცებენ და მიჰყავთ იქ, სადაც უნდათ. აბუჩად გვიგდებენ. ხელისუფლება ცდილობს, დაგვაშვებინოს იმ ხალხს შეცდომა და პროვოკაცია მოგვიწყონ, რომელთა ემოცია სულ უფრო მატულობს. ამას ემსახურება სააკაშვილის გადაყვანა გლდანში. დღეიდან იწყება ძალიან დიდი, ფართო სახალხო მოძრაობა. არაფერია იმაზე უფრო დიდი ძალის მატარებელი, როგორც ხალხმრავალი, მტკიცე, ერთიანი, უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ის დაიწყო და არ გაჩერდება, ვიდრე არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები