ჯანმრთელობის გაუარესების რისკი იქმნებოდა - ბრეგაძე სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე

08.11.21 21:47
ჯანმრთელობის გაუარესების რისკი იქმნებოდა - ბრეგაძე სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს იუსტიციის მინისტრი "ტვ იმედთან" განმარტავს. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის იმ მეთოდზე, რაც მედიკოსებმა შესთავაზეს, ამიტომაც შეიქმნა რისკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და  ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გადაეყვანა სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში.

მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა და შესაბამისად, გაიზარდა რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე შესაბამისად იზრუნებს სამედიცინო პერსონალი. მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე მე-12 დაწესებულებაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს გადაწყდა მისი უსაფრთხოებისთვის, - აღნიშნა ბრეგაძემ ტელეკომპანია ,,ემედის" ეთერში.

 

მსგავსი სიახლეები