ხვალიდან სხვანაირი იქნება საქართველო - ჯანდაცვის მინისტრი

17.03.26 23:03
ხვალიდან სხვანაირი იქნება საქართველო - ჯანდაცვის მინისტრი

 

 

ხვალიდან სხვანაირი იქნება საქართველო - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "კევკასიის მედიცინის ცენტრთან" შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, პატრიარქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება დღეს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო.

მინისტრის შეფასებით, ილია მეორეს გარდაცვალება ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედია და დანაკარგია.

ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზეც დასაწყისიდანვე ვსაუბრობდით. დიდ სურვილის და იმედის გათვალისწინებით მოხდა ის, რაც არავის გვინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები ისე განვითარდა, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც საბოლოოდ ეს დიდი ტრაგედია გამოიწვია.

თავიდან ყველაფერი კუჭის წყლულით დაიწყო, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული. როდესაც ჩატარდა შესაბამისი მანიპულაციები, ამის შემდეგ ამას მოჰყვა პოლიორგანიზული უკმარისობა, რაც გამოიხატება ფილტვების, გულის, თირკმელების უკმარისობაში.

ეს არის მდგომარეობა, რომელიც, მაგალითად, წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს. მე ის იმ წუთას საჯაროდ არ მითქვამს, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს იყო, სამწუხაროდ, მოსალოდნელი.

მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც, მე არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს არის უმძიმესი ტრაგედია, დანაკარგი. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II [ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი] 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.