სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - რატი ბრეგაძე
როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული მე-18 დაწესებულებაში, მან მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს - ამის შესახებ იუსტიციის მინსიტრმა ერთ-ერთი სამთავრობო მედიიის ეთერში განაცხადა. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობენ, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის ინფორმაციით, გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.