პეტერ ფიშერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს

17.03.26 23:37
პეტერ ფიშერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

“მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ”,-წერს ფიშერი

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში.

გავიგე, რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას.

მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ”,-წერს ფიშერი.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II [ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი] 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. 

კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია II 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.