სააკაშვილი გლდანში სასწრაფოს მანქანით გადმოიყვანეს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

08.11.21 22:12
სააკაშვილი გლდანში სასწრაფოს მანქანით გადმოიყვანეს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

როგორც ირკვევა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან ეტაპირება სასწრაფო მანქანის მეშვეობით განხორციელდა და არა ვერტმფრენით.

გლდანის ციხის საავადმყოფო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა,  მიხეილ ღოღაძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა და მედიასთან კოემნტარი გააკეთა. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სააკაშვილი პროტესტს აცხადებს, რადგან გლდანის ციხეში მისი ნებართვის გარეშე გადმოიყვანეს. 

გადმოიყვანეს გლდანის ციხეში ავტომანქანით, რასაც ის აპროტესტებს. დაწესებულებაში პატიმრების ხმა ისმის. სააკაშვილთან შეხვედრის დროს მას არ უთქვამს, რომ გადმოყვანის დროს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ციხის თანამშრომლებს. ამ წუთებში მიმდინარეობს საავადმყოფოში აპარატურის მონტაჟი. სასწრაფოს მანქანით გადმოიყვანეს - განაცხადა მედიასთან ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები