პოლონეთის საელჩო: მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო

18.03.26 10:35
პოლონეთის საელჩო: მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო

მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო - პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში  სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობის გარდაცვალებსი გამო. 

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ", - წერია გავრცელებულ გნაცხადებაში. 

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.