წამებასთან გათანაბრებული ქმედებაა, ხელისუფლება პატიმრების ხელით სააკაშვილზე რევანშს ახდენს - ადვოკატი

08.11.21 22:27
წამებასთან გათანაბრებული ქმედებაა, ხელისუფლება პატიმრების ხელით  სააკაშვილზე რევანშს ახდენს - ადვოკატი

გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ.  ბექა ბასილაიას შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მე-18-ე დაწესებულებაში კანონის უხეში დარღვევით გადაიყვანა.

უფლებადამცველის განმარტებით, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გლდანის ციხეში ხდება, წამებასთან გათანაბრებული ქმედებაა.

მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ არ შეგვიშვან, მოიმიზეზებენ, რომ არ არის სამუშაო დრო. უნდა ითქვას, რომ იყო სპეცოპერაცია, საქართველოს ხელისუფლებამ და იუსტიციის სამინისტრომ ჩაიდინეს კრიმინალი, დანაშაული, მათ არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ, გადაეყვანათ გლდანში სააკაშვილი მაშინ, როდესაც ამაზე ჩვენ გაცხადებული უარი გვქონდა დაფიქსირებული.

ამავდროულად, რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული ქმედება. ხელისუფლება პატიმრების ხელით ახდენს რევანშს სააკაშვილზე. ახდენს ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18-ე დაწესებულებაში არ დარჩეს - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები