სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა - იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა:
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18-ე დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - წერია განცხადებაში.