სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში - უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
უკრაინის მოქალაქის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ქმნის დამატებით რისკებს და დაძაბულობას - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე სამინისტროში საქართველოს ელჩს იბარებს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საპროტესტო ნოტას უგზავნის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებული მისი მოქალაქის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის უწყებისთვის არგადაცემის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ყველა პირობა იქნება მისი ჯანრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად.
საპროტესტო ნოტა უკვე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
უკრაინის მოქალაქის შემდგომი ყოფნა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში ქმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომლის აცილებასც აუცილებელი ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე.
საგარე საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში განაგრძობენ დამატებით კონტროლს მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, გარშემო - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.