2026 წლის 17 მარტი - თარიღი, როცა ეპოქა დასრულდა! - მრევლი პატრიარქს ემშვიდობება

18.03.26 20:44
2026 წლის 17 მარტი - თარიღი, როცა  ეპოქა დასრულდა! - მრევლი პატრიარქს ემშვიდობება

ილია მეორეს 48 წლიანი მმართველობა 17 მარტს ღამით დასრულდა. საქართველო პატრიარქს ემშვიდობება. ილია მეორეს შემდეგ, ქართული ეკლესიისთვის ახალი, სულ სხვა ფურცელი იწყება.  ქარტეხილებით სავსე წლებში ილია მეორეს მმართველობის დროს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოიპოვა მთავარი, და ეს იყო ხალხის ნდობა. 

დღეს ყველა თავის წინ პატრიარქს იხსენებს. ისტორიას და ამბებს, რომელიც წლებთან ერთად დაგროვდა. რიდი, ავტორიტეტი გავლენა სიყვარული, ყველას მისი ამბავი აქვს. ასეთი მძიმე დღე ეკლესიას ამ საუკუნეში ჯერ არ ჰქონია.

48 წლიანი მმართველობის დროს ილია მეორემ შეძლო და ხალხის ნდობით, მართლმადიდებლური ეკლესია  რეიტინგის სათავეში აიყვანა. ეს მარტივი გზა არ ყოფილა. რწმენა - ეს იყო მთავარი, რომელიც მრევლში გააჩინა.   

ბოლო წლების მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძრის ამბიონი არ მიუტოვებია. ასეთი იყო ძლიერი პატრიარქის განაცხადი. ორშაბათიდან ეკლესიისთვის ახალი დღე იწყება, თუმცა ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც ილია მეორეს მმართველობის წლებში. 

ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი