უილსონი ახალ შეზღუდვაზე: მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ "ოცნება" კურსს არ შეცვლის

18.03.26 21:40
უილსონი ახალ შეზღუდვაზე:  მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ "ოცნება" კურსს არ შეცვლის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ, 12 ქვეყანა დაემატა მათ შორის საქართველო. 

ჯო უილსონის თქმით, "კრიმინალურმა "ქართული ოცნების" რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა". 

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ თუ "ქართული ოცნება" კურსს არ შეცვლის, "მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი".

სამწუხაროდ, კრიმინალურმა "ქართული ოცნების" რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ "ქართული ოცნება" კურსს არ შეცვლის," - წერს უილსონი.