კარგად გვახსოვს ილია II-ის მიერ უკრაინისადმი გამოხატული საჯარო მხარდაჭერა რუსეთის შემოჭრის პირველივე დღეებიდან - დავით არახამია
"ჩვენ კარგად გვახსოვს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ უკრაინისადმი გამოხატული საჯარო მხარდაჭერა რუსეთის შემოჭრის პირველივე დღეებიდან"- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალრ ქსელში წერს.
ქართულ ენაზე გავრცებულ სამძიმრის წერილში მაღალჩინოსანი აღნინავს, რომ გამძლეობას უსურვებს ქართველ ხალხს ამ მძიმე დღეებში:
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულითადად ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების-გამო.
ჩვენ კარგად გვახსოვს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ უკრაინისადმი გამოხატული საჯარო მხარდაჭერა რუსეთის შემოჭრის პირველივე დღეებიდან. მარადიული ხსოვნა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს.
გამძლეობა და მხნეობა ქართველ ხალხსა და სრულიად საქართველოს ამ მძიმე დღეებში"- წერს არახამია.