ეს არის მკაფიო ნიშანი იმის, რომ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში არანაირი ურთიერთობები არ გადატვირთულა - გრიგოლ გეგელია

19.03.26 11:28
ეს არის მკაფიო ნიშანი იმის, რომ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში არანაირი ურთიერთობები არ გადატვირთულა - გრიგოლ გეგელია

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით არის მკაფიო ნიაშნია იმის, რომ “ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში არანაირი ურთიერთობები არ გადატვირთულა“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ტიპის მიზეზებით გამოწვეული, არამედ წარმოადგენს იმ დიპლომატიური სიტუაციის ასახვას, რაც ახლა დგას აშშ-სა და საქართველოს შორის“.

ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ტიპის მიზეზებით გამოწვეული, არამედ წარმოადგენს იმ დიპლომატიური სიტუაციის ასახვას, რაც ახლა დგას აშშ-სა და საქართველოს შორის, განსხვავებით იგივე სომხეთის და აზერბაიჯანისგან, რომელთაც, როგორც ვნახეთ, აქვთ ძალიან გაამრთული პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები აშშ-თან. ეს ყვეალფერი იმ ფონზე, როდესაც ადმინისტრაცია ტრამპთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, არის მკაფიო ნიშანი იმის, რომ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში არანაირი ურთიერთობები არ გადატვირთულა, - აცხადებს გეგელია.

 

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებითსიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ, 12 ქვეყანა დაემატა მათ შორის საქართველო
  • იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებზეც ეს მოთხოვნა ვრცელდება, 2 აპრილის შემდეგ 50-ს მიაღწევს.