დის ინფორმაციით, ზუგდიდელ მედროშეს მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით გაასამართლებენ
ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართიას და წერს, რომ მის ძმა მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის 353 მუხლით გაასამართლებენ.
ესართიას პროცესი დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თამარ კანკავა აღნიშნავს, რომ დილით დაურეკეს და აცნობეს, რომ პროცესი 19 მარტს არ ჩატარდება.
"დილის 7 საათზე შეგვატყობინეს, რომ ჩემი ძმის შალვა ესართიას სასამართლო პროცესი დღეს არ შედგება.
მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის 353 მუხლით გაასამართლებენ." - წერს თამარ კანკავა სოციალურ ქსელში.
ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართია 17 მარტს დააკავეს.
განხლება: ადვოკატის თქმით, ესართიას სასამართლო ხვალ გამაიართება. უცნობია რას სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.
17 მარტს შალვა ესართიას დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტებმა გაავრცელეს. მასზე ჩანს, რომ ესართიას პოლიციელები ძალის გამოყენებით სვამენ საპატრულო პოლიციის მანქანაში.
სამოქალაქო ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“, რომელიც ზუგდიდში მუშაობს, 17 მარტის დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ავრცელებს ინფორმაციას.
ორგანიზაციის ცნობით, 17 მარტს შალვა ესართია ავტომობილით გადაადგილებისას ქვეითისთვის გზის არდათმობის გამოგონილი მიზეზით გააჩერეს. გაჩერებისთანავე შალვა ესართიამ კატეგორიულად უარყო სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან, მისი პოზიციით, წესები არ დაურღვევია და ქვეითის მოძრაობისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.
- სისხლის სამართლის 353 მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.