რა პროცედურებია საჭირო CT სკანერის აპარატის ციხის საავადმყოფოში დასამონტაჟებლად - სპეციალისტის განმარტება
მედიცინის დოქტორი და ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე განმარტავს, რა პროცედურებია საჭირო სკანერის აპარატის ციხის საავადმყოფოში დასამონტაჟებლად. სპეციალისტის ინფორმაციით, იმისთვის, რომ აპარატურამ გამართულად იმუშავოს, აუცილებელია კომპეტენტური ინჟინრები, ახალი ოთახი, ინსტალაციის პროცედურების დაცვა და გამოცდილი კადრი, ამასთან, ეს ყველაფერი მინიმუმ 25 ათასი დოლარი ჯდება.
CT სკანერის რელოკაცია საშუალოდ ჯდება $15 000 - $25 000 მანძილის მიხედვით. ამას სჭირდება კონსულტაციები კომპეტენტურ ინჟინრებთან ახალი ოთახის შესახებ, ცალკეული სკანერის მოდელის ელექტრული და მექანიკური მოთხოვნების გათვალისწინება, ოთახის მომზადება, სპეციალური ხელსაწყოები და შეფუთვა, ინსტალაციის პროცედურების ზედმიწევნით დაცვა და გამოცდილი სპეციალისტები, ვისაც ეს აქამდე გაუკეთებია.
რო არ დაეზარათ და ადამიანის ნაცვლად სკანერი წაათრიეს. ვინ არიან ესენი - წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
ტვ პირველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გლდანის ციხეში სამედიცინო აპარატურა მოიტანეს, რომლის დამონტაჟებასაც ახლა ახდენენ.