მსჯელობა საქართველოზე ევროპარლამენტში - "ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პატიმრები და რეპრესიული კანონები"

19.03.26 15:52
მსჯელობა საქართველოზე ევროპარლამენტში - "ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პატიმრები და რეპრესიული კანონები"

ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობა გაიმართა. სტრასბურგში საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. მათი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად უარესდება.

ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებული კანონები მიზანმიმართულია ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვაზე.

მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს “ოცნებას“, გაითვალისწინონ ევროპარლამენტის რეზოლუციაში დამტკიცებული პუნქტები.  

საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება, მათ შორის აქციებისა და დემონსტრაციეების დროს, სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, არის პოლიციის მხრიდან ძალადობა, ახალი ოპოზიციის ლიდერები არიან დაკავებულები, მათ შორის, ელენე ხოშტარია და ლევან ხაბეიშვილი. მინდა შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას, პლენალურ სხდომაზე ამ პარლამენტმა რეზოლუციაა დაამტკიცა ელენე ხოშტარიას საქმეზე, მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად, “ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში. ღირს გავიხსენოთ მზია ამაღლობელი, სახაროვის პრემიის ლაურეატი, რომელიც ამ დრომდე პოლიტიკური პატიმარია და ციხეში იმყოფება. ამ პირობებში, აუცლებელია განვიხილოთ ბოლო დროს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრების პოლიტიკური მდგომარეობა,  სასამაღთლო სისტემის დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი მედიის წინაშე არსებული საფრთხეები , ასევე პოლიციის რეპრესიები დემონტრანტების წინააღმდეგ, - განაცხადა მუნირ სატურიმ.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები ავტოკრატულ სახელმწიფოებში მიმდინარეს შეადარა და აღნიშნა, რომ “ეს ძალიან სამწუხაროა“.

მინდა 3 მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება, განვიხილო ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ახალი კანონები და პოლიტიკური ვითარება. გასულ კვირას პარლამენტმა დადამტკიცა რეზოლუცია დაპატიმრებულ პოლიტიკოსებზე. ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების წინაღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უპირობოდ გაათავისუფლონ უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პირი. ასევე ვიცით რომ კონსტიტუციური აკრძალვები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ოპოზიციაზე, ავწიროებს ოპოზიციის უფლება-მოვალეობებს. ძალიან სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ ასეთ სტატისტიკას ჩვენ ავტორიტარულ ქვეყნებში ვხედავთ, როცა მათ სურთ გააჩუმონ თავისუფალი ხმები და პოლიტიკური ოპონენტები. მოვუწოდებ “ოცნებას“ გადახედოს და უკან წაიღოს კანონები, რომლებიც არღვევს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს. ჩვენ გავმოვთქვამთ შეშფოთებას სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების,  ადგილობრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიების გამო, - ამბობს ევროპარლამენტარი დუპო.

მსგავსი სიახლეები