ოლიგარქმა მართლაც მიიღო ოფშორების კანონი, რათა თავისი ქონება ქვეყანაში შეიტანოს - თინათინ ახვლედიანი
დიახ, ოლიგარქმა მართლაც მიიღო ოფშორების კანონი, რათა თავისი ქონება ქვეყანაში შეიტანოს, - ამ სიტყვებით მიმართა ექსპერტმა, თინათინ ახვლედიანმა ევროპარლამენტს საქართველოზე გამართული დისკუსიის დროს.
მისი თქმით, სწორედ ეს ქმედება აჩვენებს, თუ როგორ ეშინია მას რეალურად საერთაშორისო სანქციების.
ექსპერტის თქმით, ევროკავშირს ბელორუსსა და სხვა ქვეყნებში სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, საზოგადოებების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს და ახლა ეს გამოცდილება საქართველოსთან მიმართებაშიც უნდა გამოიყენოს.
დიახ, ოლიგარქმა მართლაც მიიღო ოფშორების კანონი, რათა თავისი ქონება ქვეყანაში შეიტანოს. თუმცა, სწორედ ეს ქმედება აჩვენებს, თუ როგორ ეშინია მას რეალურად საერთაშორისო სანქციების. ჩვენ ასევე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითებს, რომლებიც ევროკავშირზე ბევრად უფრო თამამები იყვნენ სანქციების დაწესებისას, მხედველობაში მყავს ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ბატონმა სანჩეს ამორიმ აღნიშნა, ეს ხალხი კვლავ აგრძელებს ევროკავშირში სიარულს. მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც საკმაოდ ფართოდ და გულუხვად სარგებლობენ ღია საზღვრებით. აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ეს მხოლოდ ოფიციალურ პირებს არ ეხებათ, ეს მათ ოჯახის წევრებსაც ეხება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ ფლობს საფრანგეთის საპატიო მოქალაქეობას და ფლობს რამდენიმე უძრავ ქონებას საფრანგეთში. ასე რომ, ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბევრი რამ გვაქვს სასწავლი აშშ-სგან, რადგან ამჟამად მათ (სანქცირებულებს) აშშ-ს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. აშშ-მ ეს შეძლო. ისინი კი კვლავ აგრძელებენ ევროკავშირში სიარულს. ასე რომ, აქ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ეს სრულიად რეალურია.
ევროკავშირს ბელორუსსა და სხვა ქვეყნებში სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, საზოგადოებების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს და ახლა ეს გამოცდილება საქართველოს დემოკრატიის ხერხემლის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს, - განაცხადა ახვლედიანმა.