ირაკლი რუხაძის პირველი კომენტარი "ტვ იმედის" სანქცირებაზე

19.03.26 17:25
ირაკლი რუხაძის პირველი კომენტარი "ტვ იმედის" სანქცირებაზე

"ტვ იმედის" ყოფილი მფლობელის პირველი კომენტარი ბრიტანული სანქციების შემდეგ -  ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამტკიცებს, რომ  რუსული პროპაგანდის გატარებაში მხილება იმედისთვის ხელის შემშლელი არ იქნება. 

იმედს სანქციები არ შეეტყობა,  არის დაუმსახურებელი - თქვა დღეს რუხაძემ, რომელმაც საკუთარი წილი ტელევიზიაში სანქციების დაწესებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაყიდა.  

რუხაძე ამტკიცებს რომ ბრიტანული სანქციები პრობლემებს არ ქმნის.

მე ვნახე ჩემი თანამშრომლები სანამ წავიდოდი და რისი თქმაც მინდოდა, ძაან გააზრებულად და ბევრი დღის განმავლობაში დავწერე ჩემს განხადებაში. რამის დამატება რომ მდომოდა, იქ დავწერდი. 

რომელი სანქციებია უმძიმესი? რამეს ხედავთ, რომ იმედს რამე შეეტყო? არ შეეტყობა არაფერი. ბანკს კითეთ და გიპასუხებენ. წადით და კითხეთ ჩემს კომპანიას (ლიბერთი ბანკს) მე არ წარმოვადგენ ჩემს კომპანიას. ეს სანქციები აბსოლუტურად დაუმსახურებელია. მე რა ვიცი რა ინტერესი აქვთ, დიდ ბრიტანეთს ჰკითხეთ", - ამბობს ირაკლი რუხაძე. 

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა