გვინდა, რომ ყველა მოწმე გამოიკითხოს - ლაშა ბერიძე მოსამართლეს

19.03.26 17:52
 გვინდა, რომ ყველა მოწმე გამოიკითხოს - ლაშა ბერიძე მოსამართლეს

სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებამ საკუთარი 100-ზე მეტი მოწმე, რომელთა ნაწილიც ნუსხაში დაცვასაც ჰქონდა მოხსნა - მათ შორის არიან გამომძიებლები, რომელთა დაკითხვაც დაცვას უნდოდა, თუმცა ბრალდება ყველა ამ მტკიცებულებას უდაოდ ცნობს, რის გამოც მათი გამოკვლევა სხდომათა დარბაზში აღარ მოხდება. ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ ბრალდებულები. 

  • დღეს საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის- ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს უთხრა, რომ აუცილებელია ყველა მოწმე გამოიკითხოს. 

ისეთი კარგი მოწმე როგორიც მთავარი გამომძიებელი იყო, ჩვენ ვერ ვიპოვიდით. კაცმა აღიარა მთავარი დამნაშავეები ვინც ღობე გადაანგრია არ ამოვიცანიო, გავაქრე მტკიცებულებაო. ამ მოწმემ არ გააკეთა იდენტიფიცირება მთავარი პირების, არ ამოიღო ვიდეო მტკიცებულებები, არ ჩაატარა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. მე ვფიქრობ ეს ჩვენი სასარგებლი ჩვენებაა. ამიტომ გვინდა რომ ყველა მოწმე გამოიკითხოს. მე ვფიქრობ იქ არსებობდა კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც ხალხს საბოტაჟი მოუწყო. 6 თვეა ციხეში ვსხედვართ და მოძალადეები გამოკითხულიც არ ჰყავთ. ადამიანები, ვინც გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი, მოვიდნენ და გვითხრან ერთი რა დაადგინეს", - თქვა ლაშა ბერიძემ. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.