ნიკა გვარამია პოლიციამ გლდანის ციხის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

08.11.21 23:53
ნიკა გვარამია პოლიციამ გლდანის ციხის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

ნიკა გვარამია კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ციხეში შესვლას და და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნახვას ითხოვდა.

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ მოითხოვა, რომ იუსტიციის სამინისტროს გაესაჯაროვებინა კადრები, როგორ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მე-18-ე დაწესებულებაში, რადგან, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილზე გლდანში ძალადობა განხორციელდა. 

მსგავსი სიახლეები