პენიტენციური სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გადაყვანის კადრებს ავრცელებს (ვიდეო)
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის ციხე მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია:
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ"- წერია უწყების განცხადებაში.