შტატებმა მკაცრი სავიზო შეზღუდვები აამოქმედა - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
სტრატეგიული პარტნიორობიდან შავ სიამდე გზაც გავლილია - 2 აპრილიდან, თუ ამერიკაში წასვლა გსურთ, ვიზის მიღება კიდევ უფრო გაგიჭირდებათ. 5 ათასიდან 15 ათას დოლარამდე საგარანტიო თახნა ამერიკის მთავობი ანგარიშზე უნდა დადოთ, თუმცა ესეც არ არის გარანტია, რომ ვიზას მოგცემენ. ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიბრუნებენ, თუ ამერიკაში ტურისტული ვიზით წასული არ იმუშავებთ და უკან დროულად დაბრუნდებით.
ამ გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა საქართველო აფრიკული, ყველაზე ღარიბი და სარისკო ქვეყნების სიაში ჩასვა. ახლა კამბოჯას, ეთიოპიის, მონღოლეთისა და ნიკარაგუას გვერდით ვიკავებთ ადგილს. საქართველოს მოქალაქეები 10 წლიანი ვიზის ნაცვლად 3 თვიანს აიღებენ, ესეც დათქმებით და მოგზაურობის ვადაც შეეზღუდებათ. ვინ არის პასუხიმსგებელი? - ოპოზიციის თქმით, ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ დაარწმუნა შტატები, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის ახალი შეზღუდვები არ დაეწესებინათ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში და კავკასიაში, რომელსაც ვიზისთვის გარანტიებს სთხოვენ. სიაში არ არიან ჩვენი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიანი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. ამ სიაში ყოფნა ქვეყნისთვის დიდ რეპუტაციულ ზიანს ნიშნავს. სპეციალისტები ელიან, რომ ახლა სულ უფრო ნაკლები ადამიანი მოახერხებს ტურისტული ვიზის მიღებას.
ამ მძიმე გადაყწვტილებაზე ქართული ოცნება თავად პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს ხალხისკენ იშვერს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ სავიზო შეზღუდვები ამერიკაში ემიგრანტების დიდი ოდენობის გამო დაწესდა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.