"პირველების" ინფორმაციით, ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება სურს - რამდენის გადახდა მოუწევს მას თავისუფლების სანაცვლოდ?

19.03.26 21:15
"პირველების" ინფორმაციით, ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება სურს - რამდენის გადახდა მოუწევს მას თავისუფლების სანაცვლოდ?

"პირველების" ინფორმაციით, ჯუნაშერ ბურჭულაძეს საპროცესო გარიგება სურს - დაკავებული ექს მაღალჩინოსანი გეგმავს პროკურატურასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

გამოდის, რომ  ბურჭულაძე მზად არის ბრალი აღიაროს და  ზიანი აანაზღაუროს, რადგან სხვა შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება არ ხდება. მანამდე კი თავდაცვის ექს მინისტრის წინააღმდეგ საქმეში კიდევ ერთი ჩვენება გაჩნდა. სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა, ზაქარია გიორგაძე თქვა, რომ შესყიდვების კომისია ფორმალურად მუშაობდა,  რეალურად გადაწყვეტილებებს არ იღებდა, მხოლოდ ხელს აწერდა წინასწარ მინისტრის და მისი მოადგილის მიერ გამზადებულ ოქმებს.

პროკურატურის მოწმესთან კითხვები ჰქონდა მისივე ყოფილ კურატორს და ჯუანშრ ბუჭულაძის მოადგილეს. განსასჯელის სკამზე მყოფი გიორგი ხაინდრავა, რომელმაც ბრალდების მხარეს საპროცესოს გაფორმების მოთხოვნით უკვე მიმართა - ზაქარია გიორგაძეს ეკითხებოდა, რა ღირებულების შესყიდვები წყდებოდა მინისტრის და მოადგილის დონეზე.

თუ ბრალდებულები 7 მილიონის გადახდას დათანხმდებიან და ბრალს აღიარებენ მაშინ პროკურატურა სასჯელის შემსუბუქებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. ზიანი, რომელიც ჩაწყობილი ტენდერებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა უნდა ანაზღაურდეს - ეს არის სამინისტროს როგორც დაზარალებულის და სახელმწიფო ბრალდების პოზიცია.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.