საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის კომიტეტზე - გზავნილები სტრასბურგიდან
"ოცნების" გზა ევროკავშირის კანდიდატობიდან ავტორიტარიზმამდე - საქართველო ისევ სტრასბურგის ყურადღების ცენტრშია.
პარიზის მოდის კვირეულებზე სიარული და შვილების მოწყობა პრესტიჟულ ევროპულ უნივერსიტეტებში ოცნებისთვის უნდა დასრულდეს - თქვეს დღეს ევროპარლამენტში.
ევროპელი პოლიტრიკოსების აზრით რუსეთს ბელორუსს და საქართველოს საერთო ბევრი აქვს - ადამიანის უფლებების მსაობრივი დაღევვა, მიტაცებული სასამართლო, ოპოზიციის ლიდერები ციხეში და მკვეთრი ანტიდასავლური კურსი.
"ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ კრემლის წარმატებაა" - ეს სიტყვები დღეს ევროპარლამენტში გაჟღერდა
საქართველოში ადამიანების უფლებების დარღევევა და ხალხის დევნა დღეს ევროპარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხილვის მთავარი თემა იყო. ევროდეპუტატებმა მოუსმინეს ჟურნალისტ გურამ როგავას. მისი საქმე განსაკუთრებულია და ზედმიწევნით ასახავს რეალობას, როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი ნოემბრისა და დეკემბრის აქციების დროს ჟურნალისტებსა და რიგით დემონსტრანტებს.
ევროპარლამენტი პასუხს ევროკომისიას სთხოვს. ევროკავშირის მთვარი საკანონმდებლო ორგანო უკმაყოფილოა, რომ ბრიუსელი არ უწესებს უმკაცს სანქციებს ბიძინა ივანიშივლს მისი პარტიის წევრებს. ევროდეპუტატები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნბება ხალხის დევნას იქამდე გააგრძელებს ვიდრე არ მიიღებს საკადრის პასუხს ევროკავშირისგან.
გაიწვიეთ რეპრესიული კანონები და გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები - ეს მოთხოვნები ევროპარლამენტის დღის წესრიგიდან არ იხსნება.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.